თბილისის მერისთვის გაუგებარია, რატომ გააქტიურდა “ ქართულ ოცნებაში“ ახალი კადრების მოძიების საკითხი. „ვინ მოიგონა და გაავრცელა ეს ტყუილი, თითქოს რომელიღაც კერძო კომპანია შეარჩევს ადამიანებს პარტიისთვის? ცოტა ღიმილისმომგვრელია ეს ინფორმაცია ჩემთვის და მინდა გითხრათ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობდა ეს პროცესი, მიმდინარეობს და შედეგს უახლოეს მომავალში იხილავს ამას საზოგადოება”, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პარტიაში ყოველთვის ხდება განახლება და ახალი სახეების მიღება. „პარტიაში ყოველთვის ხდება ახალი სახეების შემოსვლა და მე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, მივესალმები ყოველთვის პარტიაში ახალგაზრდების მოსვლას. „ – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების” კარგი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი პროფესიონალიზმის გამოყენებაც შეიძლება ქვეყნის განვითარებაში.