„ქართული ოცნებისთვის“ ახალ სახეებს სოზარ სუბარი ეძებს

„ქართული ოცნებისთვის“ ახალ სახეებს სოზარ სუბარი ეძებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კადრების მოძიების პროცესს სათავეში სოზარ სუბარი უდგას.

ის ადამიანები კი, ვინც ახალ კადრებს არჩევენ, პრემიერის თქმით, მის რამდენიმე მეგობარია და მათ შორის არის სოზარ სუბარი.

„პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ის პროცესი, რომელიც შეეხება პარტიაში ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვას, მათ შორის, რამდენიმე ჩემი მეგობარია ამ საქმით დაკავებული. სოზარ სუბარი თუ უცხოური კომპანია გახდა, მე ამას ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ ის, რომ ჩვენს პარტიაში ეს პროცესი ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. სოზარი არის პოლიტსაბჭოს წევრი. მე სოზარზე აქცენტი იმისთვის გავაკეთე, რომ ყველას კარგად გაეგო, რომ პარტიაში ეს არის მიმდინარე პროცესი და ყველა ლიდერი „ქართულ ოცნებაში" არის ამ საკითხით დაკავებული", - აღნიშნა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება" გუნდის ახალ წევრებს ეძებს და ამ პროცესში უცხოური კომპანიაა ჩართული.