ორმხრივი სროლა გლდანში მაშინ დაიწყო, როდესაც სამი ნიღბიანი პირი ბანკიდან გამოვიდა და დაცვის პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა. საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელებს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმაც გაუხსნეს.
სროლის შედეგად დაზიანებულია დაცვის პოლიციის ავტომობილი. ნატყვიარები ეტყობა რამდენიმე მაღაზიასაც. დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. ჯერჯერობით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები. არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულის შესახებ, თუმცა მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.