წუხელ ვიდეომიმართვა კიდევ ერთმა ბიზნესმენმა ჩაწერა. ამჯერად თამაზ ელიზბარაშვილი ალაპარაკდა "ქართული ოცნების" ბიზნესთან დამოკიდებულებაზე და მძიმე ვითარებაზე:
"მომეცით მეც ამერიკის მოქალაქეობა და ისეთ მასალებს დაგიდებთ ამ მთავრობაზე, სააკაშვილის ჩადენილი დანაშაული მონაგონი იქნება. ორი თავი ხომ არა მაქვს გამოვიდე და ვილაპარაკო. ხაზარაძეს რა უქნეს და მე რას მიზამენ.
ფადი ასლი, კარგია ხომ ამერიკის პასპორტი რომ გიდევს ჯიბეში. მომეცით მეც ამერიკის პასპროტი და ისეთ რაღაცეებს ვიტყვი ბიზნესთან დაკავშირებით სულ ცხარე ცრემლით ვატირებ ქართული ოცნების მთავრობას. თურმე ბიზნესი თავისუფალია. მოუყევით ეგ ზღაპარი ბებიათქვენს.
გაიგე ფადი? შენ გასაგონად ვლაპარაკობ. ქართველებს არ გვაკლია ვაჟკაცობა. მარტო მე რომ ვიყო ვინ ოხერი, მაგრამ ჩემს უკან მილიონი ადამიანი დგას. ჩემი შვილები, ოჯახი. დედას უტირებენ. გაუშვებენ ციხეში. მე არ მეშინია ციხის. ორჯერ ვიყავი და კიდევ წავალ, მაგრამ შვილს დამიჭერენ, როგორც იმ სააკაშვილმა გამიკეთა. მთელი ოჯახი დამიჭირა. კიდე წავიდე მესამე წრეზე? თუ არა, ვერ გააკეთებენ ესენი? ისე გააკეთებენ თვალს არ დაახამხამებენ, იმიტომ რომ ბანდიტები არიან და ყაჩაღები არიან და იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება ყველაფერზე წავლენ“, – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეოში, რომელიც საკუთარ მანქანაში ჩაწერა.