ცვლილებები მთავრობაში - ზალკალიანი და ბაქრაძე თანამდებობეს ცვლიან?

ცვლილებები მთავრობაში - ზალკალიანი და ბაქრაძე თანამდებობეს ცვლიან?

მინისტრთა კაბინეტში საკადრო გადაადგილება იგეგმება. საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე შეცვლის. ხოლო ბაქრაძეს მის ამჟამინდელ თანამდებობაზე სწორედ ზალკალიანი ჩაანაცვლებს.

აღნიშნულ ინფორმაციას მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ორივე მათგანი  თავის საქმიანობაში წარმატებულია და მსგავსი ცვლილების საჭიროება არ დგას.