"ფრესკოს" დამფუძნებელი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიებიდან პროდუქტს იპარავენ

კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ, ფრესკოს facebook გვერდის მეშვეობით, სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ პოლიტიკოსები ბიზნესს ექცევიან ისე, როგორც "ქუჩის ქალს" და რომ ბიზნესი ამაზე მათ საკადრის პასუხს აუცილებლად გასცემს.

სოფრომაძე ვიდეომიმართვას "გირჩის" თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კითხვით იწყებს, რომელშიც ჯაფარიძე ქართულ კერძო სექტორს "საბჭოთა ცეხავიკებს" ადარებს და მათ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით პასიურობისთვის აკრიტიკებს.

იმავდროულად, სოფრომაძე აცხადებს, რომ მისი კონკურენტი კომპანია "კარფური" დღგ-ს გადასახადს არ იხდის, ხოლო ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები კი, მისი მაღაზიებიდან პროდუქტს იპარავენ.