"ღარიბაშვილს ჩინჩალაძე ღმერთმა შეარგოს"

პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"ღარიბაშვილმა რითი დაიწყო? გამერთიანებლის ფუნქცია უნდა შეესრულებინა და დამყოფის ფუნქცია შეიძინა. ის სიტყვები გაიმეორა, რასაც ყოველდღე მელაპარაკებოდნენ უმრავლესობაზე პოლიტსაბჭოს ენით. ბოლოს კი პარლამენტის თავმჯდომარე ტრიბუნიდან მესაუბრებოდა. იგივე გაიმეორა. რა შემოიტანა სიახლე? მაგიტომ ვთქვი, ჩინჩალაძეს თუ ახალი დამცველი დაემატება, ამით ჩინჩალაძე წმინდანი ვერ გახდება. ისევ ის დარჩება რაც იყო. ადეიშვილის ხელის ბიჭი და ნაციონალური მოძრაობის ნარჩენი. თუ ირაკლი ღარიბაშვილს ეს მოსწონს, მოსწონდეს, ღმერთმა შეარგოს ჩინჩალაძე მთელი ცხოვრება", – განაცხადა გოგიჩაიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.