ნიკა გვარამია მამუკა ხაზარაძის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულ წერილს, სოციალურ ქსელში ეხმაურება

ნიკა გვარამია მამუკა ხაზარაძის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულ წერილს, სოციალურ ქსელში ეხმაურება

რუსთავი 2-  ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია   ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მამუკა ხაზარაძის მიერ  ნოემბერში გამოქვყნებულ წერილს  აქვეყნებს და საკუთარი პოსტით ეხმაურება. მამუკა ხაზარაძე, ამ წერილში  საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურის შემდეგ, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, მოსახლეობის განწყობების ცვლილებასა და რევანშიზმზე საუბრობს. 

„ისე, ამ წერილისთვის საჯარო ბოდიში ბატონი ვაშაძის, მისი წარმდგენი და მხარდამჭერი პარტიების და უბრალო ამომრჩევლის წინაშე (ჩემი ჩათვლით), ჯერ არ მოგვისმენია. გასაგებია, რომ იძულებით ათქმევინეს (ჩემთვის ესეც რთულად გასაგებია, მაგრამ კარგი), მაგრამა ბოდიში "რევანშისტებისთვის" საჭიროა.

„პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა თავს მოვალედ ვთვლი, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად დაგვანახა მოსახლეობის შეცვლილი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, ჩემი აზრით, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა კიდევ განსახორციელებელია. როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, დიდი იმედით შევცქეროდი სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ რადიკალურ რეფორმებს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოსა თუ ზოგადად, სამართლიანობის შეგრძნების გაჩენისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ეს არ მოხდა, მაგრამ ახლა გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის წინაშე დავდექით. ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განცხადებებიც, რომელიც რამდენიმე თვეა მესმის და რომელიც განუწყვეტლივ გრძელდება თუნდაც ჩემი და ჩემი კომპანიების, ჩემი მონაწილეობით წარმოებული ბიზნესებისა და იმ პროექტების მიმართ, რომელიც ჩემი და ჩვენი 10 000 კაციანი გუნდის ღრმა რწმენით, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის” (c) მამუკა ხაზარაძე -  წერს ნიკა გვარამია  საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

 

 

 

 

სოციალისტი ამ გვარამიას მოყვრობა-გამოსარჩლებას ყველაფერი გერჩივნოს, სიკვდილიც კი!
6 წლის უკან
Maverick ნ გვარამია: „პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ" ... მაშ მტყუანის DDD წაღმა-უკუღმა!!!
6 წლის უკან