გლდანში შავი ჭირის საფრთხეა

გლდანში შავი ჭირის საფრთხეა

გლდანის ციხეებთან, ყოფილ ნაგავსაყრელზე საბჭოთადროინდელი ცხოველების სასაკლაოა. ტრიალ მინდორზე მიმოყრილ ძვლებს თუ არ ჩავთვლით, უკვე წლებია „ბეიკერის ორმო" თავღიაა და როგორც ტოქსიკოლოგები ამბობენ, ბევრი დაავადების გავრცელების საშიშროებას ქმნის. მძაფრი სუნი და მწერები ამ ადგილას უკვე ჩვეული მოვლენაა.

ჯერ კიდევ გასულ წელს გარემოს დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ საკითხით დაინტერესდებოდნენ... ერთი წლის შემდეგ კი, ყოფილ სასაკლაოზე მხოლოდ ის შეიცვალა, რომ „ბეიკერის ორმოები" ხის ნაჭრებით არის დამალული და არა დაკონსერვებული. ადგილზე გავარკვიეთ, რომ ერთი ორმო ისევ ღიაა და როგორც სპეციალისტები ამბობენ, არსებობს სხვადასხვა სახის დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი.

მარინა გიორგობიანი, თსსუ-ს პროფესორი, ექიმი-ტოქსიკოლოგი:

"სახიფათოა, ამ მინდორში პირუტყვის არსებობა, ერთის მხირვ, შესაძლებელია დაავადდნენ ცხოველები და მეორეს მხრივ, მომვლელიც. შესაძლოა, ეს დაბინძურებული კერა აღმოჩნდეს შემდეგი დაავადებების გავრცელების განმაპირობებელი: ბოტულიზმი, ციმბირის წყლული, შავი ჭირისაც კი. ტემპერატურის მომატება კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს მდგომარეობას. " - ამბობს მარინა გიორგობიანი.