ჩანაცვლდება თუ არა ხაზარაძე ანაკლიის პროექტში?

ჩანაცვლდება თუ არა ხაზარაძე ანაკლიის პროექტში?

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტში თიბისი ბანკის და მამუკა ხაზარაძის ჩანაცვლებაზე საუბარი სპეკულაციურია და ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

„საუბარი იმაზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს მამუკა ხაზარაძეს და თიბისი ბანკს ანაკლიის პორტის მშენებლობაში, არის სპეკულაციური. იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ პროექტში ლომის წილი იქნებოდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის EBRD-ის და ა.შ

შესაბამისად ამ კუთხით, მემგონი მნიშვნელოვანი არაფერი არ იცვლება. ამიტომ არამგონია, რომ რაიმე ჩანაცვლებაზე იყოს საუბარი“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა „ტვ პირველის“ ეთერში.

სოციალისტი გვითხარით რაში სჭირდება საქართველოს კიდევ ერთი პორტი? ბათუმის, ფოთის, სუფსის და ყულევის პორტები გადატვირთულია და ტვირთის დამუშავებას ვერ ასწრებენ... თუ რაშია საქმე?!. ის კი არა და როგორც ვიცი ტვირთბრუნვა შემცირებულია! დღეისათვის საქართველოში ორი საზღვაო ტერმინალი - სუფსა და ყულევი და ორი საზღვაო ნავსადგური - ბათუმი და ფოთი მოქმედებს, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ტონა ტვირთს ამუშავებენ. არადა, მათი სატვირთო სიმძლავრე ორჯერ უფრო მეტია. ასევე ფოთის პორტის უცხოელი ხაზეინი აპირებს პორტის რეკონსტრუქციას ღრმაწყლოვან პორტად, რომელიც 50 მილიონ ტონა ტვირთს გადაამუშავებს. რაშია საქმე, რა ვაი-ვიშია ამ ანაკლიის პორტზე, ვის რაში სჭირდება? ერთი კი შეიძლება მოხდეს, თუ ეს პორტი აშენდა გადმოწევს რუსეთი იმ დეფაქტო საზღვარს 6-7 კილომეტრით და დაამყარებს თავის კონტროლს იმ პორტზე. ვინ გეგულებათ, რომ ამ ცუდ საქციელში რეალურად შეძლებს და შეეწინააღმდეგება რუსეთს??!!
6 წლის უკან