დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს და ხვალ კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა კი +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში დღეს, დღის საათებში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს. ამინდის გაუმჯობესება შაბათიდან დაიწყება.