სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 35 წლის რუსლან ტოხოსაშვილის გარდაცვალებას პანკისის ხეობაში ადასტურებენ. ის სოფელ ომალოში ცხოვრობდა. „რუსლან ტოხოსაშვილი გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გავრცელდა ინფორმაცია ხეობაში, რა ვითარებაში და როგორ დაიღუპა ჩემთვის არ არის ცნობილი, უბრალოდ ვიცი, რომ ოჯახის სამძიმარს იღებდა მისი გარდაცვალების გამო,“-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკიშვილმა.
ცნობისთვის, რუსლან ტოხოსაშვილი პანკისიდან სირიაში 2014 წელს წავიდა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ბოლო მონაცემებით, სირიაში 33 პანკისელი დაიღუპა.