რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობებს?

რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობებს?

ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სამუშაო მაგიდაზე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ ახალი ინფორმაციები დევს. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი მორიგი სამთავრობო ცვლილებებისათვის ემზადება. უახლოეს მომავალში, მორიგი სამთავრობო კარუსელი დატრიალდება და რამდენიმე მინისტრი სავარძელს დაემშვიდობება. მათ შორისაა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. "2020NEWS“-ის წყაროს ცნობით, ბატიაშვილის შემცვლელად, "სოხუმის უნივერსიტეტის" რექტორი ზურაბ ხონელიძე განიხილება.

"მასთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ თავად მიხეილ ბატიაშვილმაც იცის. ჩემი ინფორმაციით, თავად ბატიაშვილმა  ეს ინფორმაცია თავად  ხონელიძესთან გადაამოწმა. არ ვიცი, დათანხმდება თუ არა ხონელიძე ამ შეთავაზებას, მაგრამ ცვლილება რომ იქნება, ფაქტია", - აცხადებს ინფორმირებული წყარომ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება ერთადერთი სამთავრობო ცვლილება, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. "2020NEWS“-ს ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მას საკუთარი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.

საუბარია ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას ჩანაცვლებაზე და  დიდი ალბათობით, შეიცვლება თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომლის შემცვლელადაც იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე სახელდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, დარჩება თუ არა მინისტრთა კაბინეტის პირველ მინისტრად მამუკა ბახტაძე. დღეისათვის, პრემიერის შესაძლო გადაყენებაზე პოლიტიკურ კულუარებში ინფორმაციები არ ვრცელდება.

სოციალისტი დაიქცა ქვეყანა, დავბრუნდით პირველყოფილ ადამიანების სამყაროში. ახლა მთავრობის კანცელარიიდან კი არ ვისმენთ ახალ ამბებს ქვეყნის ცხოვრების შესახებ არამედ, ვიღაც მიდის სადღაც ხევში მორაკრაკე წყაროსთან, ყურადღებით უსმენს მის რაკრაკს, მერე თელ ქვეყანას ყივილით ამცნობს, რას აპირებს მთავრობა, ვინ წავა და მოვა მთავრობაში! მოლოდეც რა..., ვერაფერს იტყვი!
6 წლის უკან