“შეკვეთა კობახიძის მიჯირყვნაზეა… თუ ივანიშვილი ამას გააკეთებს…გამოდის, რომ ეკა ბესელიამ მოუგო”

“შეკვეთა კობახიძის მიჯირყვნაზეა… თუ ივანიშვილი ამას გააკეთებს…გამოდის, რომ ეკა ბესელიამ მოუგო”

ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ „ქართული ოცნების“ შიდა კრიზისს ვერ უშველა – შარშან გაზაფხულზე კრიზისი შენელდა, მერე უფრო გაღრმავდა.

ახლა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება უშველის? მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება, გრძელვადიანში ძალიან მეეჭვება. შეიძლება გასვლების სერია ახლა შეჩერდეს. მაგრამ მერე?

დაბრუნების აზრი გამჭვირვალეა – ჟესტი „ძველების“ მიმართ. მაგრამ თავის დროზე ივანიშვილმა ღარიბაშვილი იმიტომ გაუშვა, რომ უკმაყოფილო იყო – ახლა გული მოუბრუნდა? თუ ეს მხოლოდ რევერანსად დარჩება „ძველების მიმართ“, ეს საკმარისი არ იქნება. შეკვეთა კობახიძის და კამპანიის მიჯირყვნაზეა. თუ ივანიშვილი ამას გააკეთებს, სტრატეგიულად წაგებას აღიარებს – გამოდის, რომ ეკა ბესელიამ მოუგო. მისაღებია ეს მისთვის?

საინტერესოა, ვნახოთ