ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში წერს.
“იცით რით განსხვავდება ტიპიური ქართველი ლიბერალი საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისგან? როცა ტიპიური ქართველი ლიბერალი ხედავს სტალინისტების დემონსტრაციას, ფიქრობს: ღმერთო, რა სულელია ეს ხალხი, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში სტალინი მოგენატროს… როცა სხვა ნებისმიერი ადამიანი ხედავს სტალინისტების დემონსტრაციას, ფიქრობს: ღმერთო, თურმე როგორ უჭირს ხალხს, რომ 21-ე საუკუნეში სტალინი მოენატრა…”– წერს ავალიანი.