კარგად ნახონ, იქნებ გახარიას ანაბეჭდებიც აღმოაჩინონ

კარგად ნახონ, იქნებ გახარიას ანაბეჭდებიც აღმოაჩინონ

ხაზარაძემ უნდა გააკეთოს „ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო განცხადებები და წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიადგება ზარალი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისი ზიანი უკვე აღსრულდა, რადგან ანაკლიის პორტი ვერასდროს წელში ვერ გაიმართება.

„წინასაარჩევნოდ „ტვ პირველი" უნდა მოემსახუროს სალომე ზურაბიშვილს, უფრო მეტიც „არტარეა", კულტურის არხი, რომელიც „თიბისის" დაფუძნებულია, უნდა გაპოლიტიკურდესდა აქედანაც უნდა ისმოდეს მთავრობის მხარდამჭერი განცხადებები. ასევე ხაზარაძემ უნდა გააკეთოს „ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო განცხადებები და წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიადგება ზარალი. საერთაშორისი ზიანი უკვე აღსრულდა, რადგან ანაკლიის პორტი ვერასდროს წელში, ასეთ ვითარებაში ვერ გაიმართება.

რაც შეეხება მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, პროკურატურის განცხადება ამასთან დაკავშირებით არაფერს ნიშნავს. წერილი გაგზავნილია ექსპერტიზაზე ლონდონში, სადაც შეიძლება აღმოჩნდეს თითის ანაბეჭდებიც. დაველოდოთ ლონდონის ანალიზს და იქნებ გახარიას ხელის ანაბეჭდებიც კი აღმოჩნდეს, გაგზავნის წინ იქნებ გადაიკითხა კიდეც და ჩაეღიმა, რა მაგარი შანტაჟის წერილი დავწერეო", - განაცხადა გოცირიძემ.

Maverick ალ-კუ-პონამ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახიროოო, ანუ მეც თქვენი ჯიშისა ვარო...
6 წლის უკან
სოციალისტი ეს მაგარი პოდლეცი კაცია!
6 წლის უკან