"ეს კინო უკვე ნანახი მაქვს" - "ტვ პირველის" დამფუძნებელი პროკურატურის გასაჯაროვებულ წერილზე

პროკურატურის მიერ გავრცელებულ წერილს "ტვ პირველის" მფლობელი ვახტანგ წერეთელი ეხმაურება.

როგორც წერეთელი აცხადებს, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მისი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს.

"გამოქვეყნებული წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპიდრნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით.

"ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ "ტვ პირველი" მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და "ტრენდს", რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით, ვ.წ. P.S. ეს კინო უკვე ნანახი მაქვს. პირველი სერია გადავიტანეთ," - წერს ტელეკომპანიის მფლობელი.

სოციალისტი სამარცხვინო არხია, იფფასიან სენსაციებზე და სკანდალებზე მონადირე. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში თვითონ ქმნიან აჟიოტაჟს და კონფლიტებს! ორიენტირებული არიან ადამიანების ქვენა გრძნობებით მანიპულიაციებზე!
6 წლის უკან