მამა პეტრე სკანდალური სტატიისთვის ჟურნალისტს უჩივის - „დამპირდა „აკადემიური“ ინტერვიუ იქნებოდა“

მამა პეტრე სკანდალური სტატიისთვის ჟურნალისტს უჩივის - „დამპირდა „აკადემიური“ ინტერვიუ იქნებოდა“

მამა პეტრე კოლხი „სარკის" ჟურნალისტს უჩივის. მისი თქმით, თუ ჟურნალისტი არ აღიარებს შეცდომას და ბოდიშს არ მოიხდის, ინტერვიუს ჩანაწერს აუცილებლად გაასაჯაროებს.

„როდესაც „სარკის" ჟურნალისტმა დამირეკა, ინტერვიუს დავთანხმდი. არასდროს არც ერთ ჟურნალისტს უარს არ ვეუბნები. რისი თქმაც მსურს, საკუთარ ფეისბუქზეც ვწერ ჟურნალისტებისთვის. ჟურნალისტმა როდესაც დამირეკა, მტკივნეული საკითხები განვიხილეთ, ბუნებრივია, მე მას ძალიან გულწრფელად ვესაუბრე. მაგრამ ვუთხარი, ძალიან გთხოვ, თუ ყვითელ სათაურის გაკეთებას აპირებ, მაშინ ინტერვიუ საერთოდ გავაუქმოთ-მეთქი. დამპირდა „აკადემიური" ინტერვიუ იქნებოდა.

მე ეს ჩანაწერი, ტელეფონშიც მაქვს, თუ ის ჟურნალისტი ახლავე არ იტყვის, რომ შეეშალა, მე მას აუცილებლად ვუჩივლებ. მისთვის არ მითქვამს, რომ გოგონები მწერენ და ჩემგან სექსს ითხოვენ. ვუთხარი, შეიძლება ბევრი ვინმე არასწორად იგებს სასულიერო პირებთან ურთიერთობებს და როდესაც ეკლესიაში მოდიან, შეიძლება, მას ქვეცნობიერში რაღაც ვნებები აწუხებდეს.

ვთქვი, ამ ვნებებს უნდა მოერიდოს და თუ სასულიერო პირთან ურთიერთობაში ამ ვნებებს ვერ ერევა, მაშინ ის სასულიერო პირი დატოვოს და სხვასთან წავიდეს-მეთქი. ამ ნათქვამში რა არის გაუგებარი და გაურკვეველი? ჟურნალისტმა ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო. ჟურნალისტი თუ არ იტყვის, რომ შეეშალა, ჩვენს საუბარს გავასაჯაროებ და ჟურნალისტს აუცილებლად ვუჩივლებ", - განაცხადა მამა პეტრემ „2020NEWS"- სთან.

ცნობისათვის, ჟურნალმა „სარკემ" გამოაქვეყნა მამა პეტრესთან ინტერვიუ, სადაც წერია, რომ მას "გოგოების ნაწილი სოციალურ ქსელში მწერს, რომ ჩემთან სექსი უნდათ".

Maverick ჭურნალისტებმა ოღონდ სექსზე დაწერონ რამე, სექსუალურ ვნებები აღიძრან და ისექსაონ, ცხოველური ინსტიქტი დაიკმაყოფილონ, სხვა ინტერესი არ აქვთ, რატომ?!.. სიყვარული არ იციან, ვერ აღიქვამენ, რომ სექსი თავად სიყვარულია, სიყვარულის გარეშე სექსი პრიმატების დონეზე დადის...
6 წლის უკან