„აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება" განახლებაში ნეპოტიზმით სახელგანთქმული ყოფილი პრემიერის დაბრუნებას გულისხმობდა", - ამის შესახებ განცხადებას პოლიტოლოგი, გრიგოლ გეგელია აკეთებს.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელს ეძება და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს ირაკლი ღარიბაშვილი იყოს.
"არის ვარაუდი, რომ კობახიძე მიდის პარლამენტიდან, რადგან ის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ანტიპათიის გამომწვევი პოლიტიკოსია, ძალიან ბევრი მინუსი „აკრიფა", ძლიერი უარყოფითი იმიჯი შეიქმნა და ამის გამოსწორება აბსოლუტურად შეუძლებელია, ამიტომ განახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოშორდეს აქტიურ პოლიტიკას. ივანიშვილი კი მის შემცვლელს ეძებს, არის მოსაზრება, რომ ეს ღარიბაშვილი იქნება", - განაცხადა გეგელიამ "ინტერპრესნიუსთან".
მისი თქმით, „ქართული ოცნების" განახლებასა თუ გადარჩენას ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არ ემსახურება და ამისთვის შინაარსობრივი და საკადრო ცვლილებებია საჭირო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და საქმიანობას „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნად გააგრძელებს.
ერთი პინგვინს შეეძლო მაგ ყლეფანდურას შეცვლა და ისიც მოკვდა გმირულად, როგორც გმირი პინგვინი. თორემ შეცვლიდა, ზებრას ტანი არ უწყობს ხელს, ტანი და კანის ფერი, ვერ გაიგებ რა ფერისაა, მწვანეა, თუ ლურჯი.