საქსტატის ინფორმაციით, თებერვალში იანვართან შედარებით ინფლაციამ 0.3 % შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 2.3% იყო.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.6 პროცენტიანი კლება, რაც -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. კერძოდ, ჯგუფში ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის (-4.6 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-4.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით აისახა.
კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (12.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.3 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-23.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.4 პროცენტი).