“არ შეიძლება, ივანიშვილმა არ იცოდეს, რომ ხეების ამოთხრით და თავის ეზოში გადარგვით, ხალხს ამცირებს“

“არ შეიძლება, ივანიშვილმა არ იცოდეს, რომ ხეების ამოთხრით და თავის ეზოში გადარგვით, ხალხს ამცირებს“

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რომში, ემიგრანტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ  გზების გადაჯეჯგვით და ათასგვარი სხვა მანიპულაციით ივანიშვილი ამცირებს ხალხს და ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ არავინ.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის მსგავსი ქმედებები საქართველოს მოსახლეობის დამცირებისკენ არის მიმართული.

„თქვენ ნახეთ ეს მოცურავე ხეები, გუშინ კიდევ გადათხარეს ერთი ნაწილი საქართველოსი. არ არის ივანიშვილი ისეთ სულელი, არ იცოდეს, რომ ამით ძალიან ამცირებს ჩვეულებრივ ადამიანებს. არ შეიძლება მან არ იცოდეს, რომ ხეების ამოთხრით, თავის ეზოში გადარგვით, გზების გადაჯეჯგვით და ათასგვარი სხვა მანიპულაციებით ის ამცირებს ხალხს და ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ არავინ. მაგრამ ის ამას აკეთებს, იმიტომ, რომ ის ამას აკეთებს შეგნებულად. გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ არავინ. თქვენ ხართ მხოლოდ ერთადერთი რამე. თქვენ შეიძლება იყოთ ჩვენი მონები. ეს არის ცალკე ფსიქოლოგია და ცალკე მართვის ტექნოლოგია, რომ ხალხი არის იმისათვის, რომ იყვნენ მონები“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილი  ემიგრანტებს იტალიის დედაქალაქში, რომში Piazza Della republica 47-ში უკვე რამდენიმე საათია,  ხვდება.

 

 

სოციალისტი რომში შეხვედრას მასაჟისტი დოროთი შტეინი ესწრებოდა ?
6 წლის უკან