გოგა ჩანადრი გერმანელი ენათმეცნიერის და კავკასიოლოგის, იოსტ გიპერტის შეხედულებას ავრცელებს და წერს, რომ უცხოელი მეცნიერის ამ მოსაზრებას ეთანხმება: “ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია. მათ ბუნებრივად აქვთ მოთხოვნილება უფრო დიდი ერების მონობისკენ. ეს ვლინდება ყველაფერში. მაგალითად, ერი, რომელსაც საკუთარი ენა და სამი ანბანი აქვს, დამოუკიდებლობის შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ ფენომენს კოლონიურ ქვეყნებში ვხვდები – ინდოეთში, აფრიკაში.”
ინტერნეტ-მომხმარებლები სტატუსს აქტიურად გამოეხმაურნენ:
“სწორს ამბობს! როგორ შეიძლება ერს სამი ანბანი ჰქონდეს გზებზე ასე იყოს მინიშნული? სომხებს სანომრე ნიშნებიც კი სომხურად აქვთ იმიტომ რომ პატივს სცემენ საკუთარ ენას. ჩვენთან მუდამ დიდი ერების ტ***ი უძვრებიან”.
“გერმანია ყოფილიყო სამი მტაცებელი იმპერიის შორის და საერთოდ საქართველოს მდებარეობა ჰქონოდა, როგორი “შემდგარი ერი” იქნებოდა ამას სხვები განსჯიდნენ!”
ანუ…ჰოლანდიაში ყველაფერი თითქმის რომ ინგლისურად წერია მონური მენტალიტეტი აქვთ? ამ დროს მსოფლიოს ისტორიაში ზუსტად პატარა ჰოლანდია ყოველთვის დიდ სიტყვას ამბობდა – ეს ლირიკული გადახვევა თემიდან.
ქართველები ვართ კულტურულად შეუმდგარი ერი?
და საუკუნოვანი ფოლკლორი,არქიტექტურა,ხელწერა,ხატწერა,ფერწერა,პოეზია,ოქროსა და ვერცხლზე მუშაობა,ძერწვის განუმეორებელი ტექნიკა იქნებ ბრძანოთ ჰერ იმანო რომელ კოლონიაშია კიდევ? საგზაო ნიშნები უნდა იყოს იმ ენაზე რომელზეც საუბრობს ერების საერთაშორისო ორგანიზაცია და ამას არავითარი კავშირი არ ააქვს კულტურასთან”.
“ო, რა ბრიყვია ეს გერმანელი, ეტყობა მწარედ აქვს მის წინაპარზე განცდილი სტალინის რისხვა, თორემ ასეთ კრეტინობას არ დაწერდა და ზოგ ქართვალსაც არ გაიხდიდა მხარდამჭერს.
დავიწყოთ იმით რომ ქართული სამივე ანბანი არის უნიკუმი. აქედან ქართველების უმრავლესობამ, იცის მხოლოდ ერთი.
ხოლო ის რაც გზაზე უსაფრთხოთ გადაადგილების დამხმარე მაჩვენებლებია, შედგენილია ლათინური(!), ვიმეორებ ლათინური(!) ასოებით, რომ ამით უფრო იქნეს გასაგები, ტრასაზე სწრაფად მიმავალი მძღოლისთვის, თუგინდ იმათში ერთი იყოს უცხოელი, ქართული, უნიკუმი ანბანის არ მცოდნე. ხოლო ქართველმა მძღოლმა ყველამ იცის, თავის მშობლიურ ანბანთან ერთად, ლათინური ანბანიც, როგორც მისმა წინაპარმა იცოდა ეს ლათინური ანბანი, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე. ეეე იმ დროიდან როდესაც ამ პროფესორის წინაპრებს, ლაპარაკის მაგივრად, რაცხა ღმუილის მსგავსი გადმოსდიოდათ პირიდან და სხვა ცივილიზებულმა ერებმა “ვვვააარრრვვვვვააარრრრები” უწოდეს”.
“ნებისმიერ ქვეყანაში წარწერები უნდა იყოს, თუ დამოუკიდებელი ქვეყანაა, არანაკლებ ორ ენაზე: საერთაშორისო და საკუთარ ენაზე. და თუ სხვა ქვეყანაზე დამოკიდებული ქვეყანაა, მაშინ სამ ენაზე: საერთაშორისო, იმ ქვეყნის ენაზე, სადაც შედის და საკუთარ ეროვნულ ენაზე”.