საპენსიო სააგენტოსთვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში,  თბილისს  ეწვევა ოლივიერ რუსსო

საპენსიო სააგენტოსთვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, თბილისს ეწვევა ოლივიერ რუსსო

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელების და საპენსიო სააგენტოსთვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, 4 მარტს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ოლივიერ რუსსო - საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამ თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს.

იგი ასევე არის აქტივების მმართველების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ოლივერ რუსსო მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საფრანგეთის ხაზინაში, BNP Paribas წამყვან საინვესტიციო ბანკში (11 წელი), იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრი ლონდონში. ოლივერ რუსსო ასევე არის ევროპის საპენსიო ფონდების საინვესტიციო მრჩეველთა კომიტეტის წევრი.