რომში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს დასწრების საშუალებას არ აძლევენ (ვიდეო)

რომში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს დასწრების საშუალებას არ აძლევენ (ვიდეო)

რომში, ერთ-ერთ სასტუმროში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს დასწრების საშუალებას არ აძლევენ.

მისი ინფორმაციით, თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე დასწრებასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის კითხვების დასმას შეძლებდნენ, თუმცა მოგვიანებით განუცხადა, რომ შეხვედრაზე დასწრებას ვეღარ შეძლებდნენ.

ამის მიზეზად გიორგი სიგუა ასახელებს სასტუმროს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც შენობაში შესვლაზე შეზღუდვები დააწესა.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილთან შეხვედრაზე მხოლოდ ტელეკამერებს დაუშვებენ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ემიგრანტები რომში იკრიბებიან.

მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრა რომში, რესპუბლიკის მოედანზე, ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება.

შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.