"ქართული ოცნება ადგას გარდაცვალების გზას, ის კვდება და გაქრება როგორც მოქალაქეთა კავშირი"

"ქართული ოცნება" ადგას გარდაცვალეიბს გზას, ის კვდება და გაქრება როგორც "მოქალაქეთა კავშირი" - ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ "ნიუპოსტთან" განაცხადა. დეპუტატი, რომელიც გასულ წელს "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობიდან გარიცხა, პარლამენტის თავმჯდომარესა და ივანიშვილის ურთიერთობაზე საუბრობს და ამბობს, რომ "კობახიძეს და კოლექტიურ ზარდიაშვილებს ივანიშვილი აგულიანებს". ჭიჭნაძის თქმით, "ქართული ოცნების" ამ გუნდით ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებში დამარცხდება.

"კვირიკაშვილმა დაუშვა შეცდომები, რის შემდეგაც ივანიშვილს დაჭირდა ადამიანი, რომელიც კვირიკაშვილს ძირს გამოუთხრიდა, ეს ღირებულებების საკითხია, შეიძლება ვიღაცამ იკადროს და ვიღაცამ არა. კობახიძე აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. როდესაც გედევან ფოფხაძესთან მოხდა დაპირისპირება, მაშინ კვირიკაშვილმა თქვა, რომ გედის არ უნდა დაეტოვებინა პარტია. ამის შემდეგ ვხედავთ, რომ პრემიერს უპირისპირდებიან კობახიძე და კოლექტიური ზარდიაშვილები და გამოჩნდა, რომ მათ ვიღაც აგულიანებს და ეს ვიღაც ვნახეთ რომ ივანიშვილია. როდესაც ჩავერთე კვირიკაშვილის სასარგებლოდ ,ამან გამოიწვია ივანიშვილის მობრუნება და თქვა, რომ მე სიტუაცია უნდა დავამშვიდო, მაგრამ დამშვიდება ასე არ ხდება, ან ორვე უნდა გაუშვა, ან არცერთი.

ქართული ოცნება კვდება და მისი გადამრჩენნი არავინაა. არავისი არ ესმით, მე ვხედავ, რომ ივანიშვილი დიდ დაინტერესებსაც არ გამხატავს. უმრავლესობის შეკრებაზე ფრაზა გავიგე, რომ "ახლი ხალხი მოიყვანეთ". ამას რომ იტყვის პარტიის ლიდერი, ნიშვნავს, რომ ივანიშვილს ეს ხალხი აღარ აწყობს და 2020-მდე ამ ხალხით ვერ მივა და თუ მივა, წაგებული აქვს არჩევნები" - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.