იტალიელმა სამართალდამცავებმა, სასტუმრო GRAND HOTEL DE LA MINERVE-დან ჰიგიენური ნივთებისა და თეთრეულის მოპარვის ბრალდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები – 1975 წელს დაბადებული სოსო ბოტკოველი, 1982 წელს დაბადებული მათე ფეიქრიშვილი და 1988 წელს დაბადებული მარიამ კიპაროიძე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულ პირებს რომში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ „საქართველოს მომავლის ფორუმში“ მონაწილეობა უნდა მიეღოთ, მაგრამ სწორედ ის სასტუმრო გაძარცვეს, სადაც ცხოვრობდნენ. ფაქტთან დაკავშირებით ფორუმის ორგანიზატორები კომენტარს არ აკეთებენ.
ამავე ბრალდებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს ქართველების დაკავების მესამე შემთხვევაა.