პატრიარქმა მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა

პატრიარქმა მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა

პატრიარქმა საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა.

“მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი: მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ მე, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში, ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მოვედით კურთხეულნო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი. მარცხენა მხარეს ეტყვის: მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ მე, მე ვიყავი მწყურვალე და თქვენ არ მასვით მე. ეს გვაფიქრებს ჩვენ იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ. ეს შეეხება ყველა ადამიანს. ჩვენ უნდა გვახსოდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში წერია, “ჟამი ახლოს არს”. ხშირად ვთხოვოთ უფალს ჩვენი ქვეყნის და ხალხის, მთელი მსოფლიოს მარჯვნით დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი, ღვთის ნებისყოფა. ღმერთმა დაგლოცოთ. დარჩა ერთი კვირა დიდმარხვამდე და ღმერთმა ინებოს ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს თქვენთან და საქართველოში”, – იქადაგა პატრიარქმა.