“ქართველი ყველაფერს გაპატიებს გარდა იმისა, რომ მასზე უკეთესი ხარო…

“ქართველი ყველაფერს გაპატიებს გარდა იმისა, რომ მასზე უკეთესი ხარო…"

ცოტნე გამსახურდია, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტის, ლადო აფხაზავას შესახებ, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"არ ვიცნობ ამ კაცს, მაგრამ ჩვენში ატეხილ გნიასზე მასთან დაკავშირებით შალვა ნუცუბიძის ძველი გამოთქმა მახსენდება:

ქართველი ყველაფერს გაპატიებს გარდა იმისა, რომ მასზე უკეთესი ხარო...

სხვ რომ ვერაფერი მოუნახეს, ლენინზე ისტორია მოიგონაო, ჩვენში ეგეთებს 80-იან წლებში რა უნდოდაო... მე ვსწავლობდი 80-იანების დასაწყისში 51-ე სკოლაში და დამრიგებელი ლენინის სურათთან თუ არ გვაჩოქებდა, სამივე ერთიმეორის მიყოლებით გარდაცვლილი გენსეკების გლოვას ნამდვილად გვთხოვდა და ოქტომბრელის ნიშანზე გამოსახული ყრმა ლენინის სახეს გვაფიცებდნენ... და თუ ეს ხდებოდა ტფილისში, ფილარმონიის პირდაპირ, ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში რომ ვარესი ექნათ, რა გასაკვირია? ან კი თუ მოიტყუა კიდეც და გადაამეტა ამ ისტორიით ლენინზე, თქვენ დაგიშავდათ, ბიძია, რამე? მაგრამ ამ შეუმდგარ,დაკომპლექსებულ და ჯილდოების მადევრებს საკუთარი მეზობლის წარმატებას ლენინი, სტალინი და ჰიტლერი ერთად ურჩევნიათ...

არ არის პედაგოგიო, სოფლელიაო, იჩალიჩაო... გეჩალიჩათ და გაგეკეთეინათ თქვენც! ფაქტი ის არის, რომ ამ ქვეყანაში მათი უმრავლესობა, ვისაც პედაგოგები ჰქვიათ, სფელშიც და ქალაქშიც, ყველა ხელისუფლების მარადმწვანე კოორდნატორები არიან "ოტ ილიჩა დო ილიჩა", ანასტას მიქოიანის დახასიათებისა არ იყოს.

და იმედი მაქვს, რომ ჩვენში პედაგოგთა ის მცირე ნაწილი, რომელიც მართლაც შესანიშნავი ცოდნითა და პედაგოგიური უნარებითგამოირჩევა, ამ ბნელეთს გადასძალავს და ეროვნულ თუ საერთაშორისო აღიარებასაც მოიპოვებს. მხოლოდ ჩემს სანაცნობო-სამეგობროშიც ბევრი მოიძებნება ასეთი: ლალი მოსიაშვილი, ქეთი ცერცვაძე, კახა დავითური, დავით ჩიჩუა და სხვანი...

ლადო აფხაზავას კი ვურჩევდი, ყვავებს ნაკლები ყურადღება მიაქციოს." - წერს გამსახურდია.