ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან მმართველი პარტიიდან წასვლის შემდეგ გააკეთა.
“დღის ანეგდოტი
ზვიად კვაჭანტირაძე: “იმ დღეს, როცა განცხადება დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი წონა მაქვს, მეგონა, ერთი 30 კილო დავიკელი. ძაღლს ვასეირნებ ხოლმე საღამოობით და “ქართული ოცნება” რომ დავტოვე, მეზობლები სხვანაირად მესალმებიან, ისეთი ბედნიერი ვარ”.
ბატონო ზვიად, მეგობრებში მყავხართ და ამას ალბათ წაიკითხავთ: თქვენ აზრზე არ ხართ, თუ დეპუტატის მანდატს დატოვებთ, როგორ უფრო სხვანაირად მოგესალმებიან მეზობლები, აუცილებლად შეგხვდებიან “ტაშიკვრით” და შეიძლება მაღარიჩიც იკისრონ. თქვენ უფრო ბედნიერი იქნებით და ძაღლსაც გაუხარდება!”-წერს გელა ზედელაშვილი.