"ეკა ბესელია ივანიშვილზე უნდა ლოცულობდეს"

მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს შიდა სიტუაცია არეული აქვს, რაც საზიანოა როგორც ქვეყნისთვის, ასევე თავად პარტიისთვისაც და მიიჩნევს, რომ გამოსავალი სწორად გადადგმულ ნაბიჯებშია. "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გახლეჩილი გუნდის დაბალანსებას ცდილობს და რომელიმე ჯგუფის მიმართ მის მიკერძოებულობაზე საუბარი აბსურდულია.

იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ „ოცნებაში” რეალურად არავითარი კრიზისი არ არის და მხოლოდ შიდაპარტიული დაპირისპირების იმიტაცია ხდება.

"არ მგონია, რომ ეკასა და ბიძინას შორის დაპირისპირება იყოს, მე უფრო თამაში მგონია. ეკა ბესელია ივანიშვილზე უნდა ლოცულობდეს იმიტომ, რომ ბიძინამ მას ძალიან ბევრი რამ გაუკეთა. იმის გამო, რომ თანაგუნდელთან რაღაც ვერ მოილაპარაკა, ასე თავაღებით ივანიშვილის წინაარმდეგ წასვლა მე მართებულად არ მიმაჩნია”, – აცხადებს "რეზონანსთან" სიხარულიძე.