მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს დღეს რომში შეხვდება - ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს დღეს რომში შეხვდება - ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა ემიგრანტებთან  იტალიის დედაქალაქი მასპინძლობს.  “საქართველოს მომავლის ფორუმი“ – ასე ქვია მოძრაობის “ერთად სახლში“ ღონისძიებას.

სააკაშვილი ემიგრანტებს რომში, Piazza Della republica 47-ში შეხვდება.

მოძრაობის „ერთად სახლში“ ორგანიზებით შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე რომის ისტორიულ ცენტრში დაიწყება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ლიეჟში მომხდარი ინციდენტების შემდეგ, რომში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

„გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ ლიეჟში ვნახეთ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული არის. ეს არ არის კარგი მიდგომა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს აგენტ-პროვოკატორების გამგზავნა და ა.შ. თუმცა ამაზე ადეკვატური ღონისძიებები შევიმუშავეთ ჩვენ. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების გამკაცრება. მინდა ვთქვა, რომ ეს არის რომის ცენტრალური ადგილი, სადაც ირგვლივ ყველა ადგილზე გადაადგილდება პოლიცია. თვითონ ეს შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და 24 საათი იცავს სპეცრაზმი. მენეჯმენტისგან მიღებული გვაქვს ესეთი თანხმობა, რომ  ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მივუთითებთ პიროვნებაზე, რომელიც არის შესაძლო აგენტ-პროვოკატორი, ან რაიმე პროვოკაციის მოხდენას აპირებს, ეს პიროვნება იქნება ადგილზე შეჩერებული და გადაცემული პოლიციას“, - განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბადრი მებურიშვილმა.

როგორც ჩანს, შეხვედრაზე დამსწრეთა ვინაობა ლიეჟის გამოცდილებიდან გამომდინარე მკაცრად გაკონტროლდება. 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე არ შეუშვეს სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეები. მათ შორის იყო ჟურნალისტი შალვა რამიშვილიც, თუმცა რამიშვილი რომის შეხვედრაზეც ჩავიდა. სავარაუდოდ, რომში სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაც არ ჩაივლის სკანდალის გარეშე

სოციალისტი ვინმე მადლიანმა თუ იცით დაწერეთ, უკრაინელ ემიგრანტებს როდის და სად ხვდება??!!
6 წლის უკან