ებიჯო...ზუსტად მაგას გეკითხები მე შენ! ვინ გმფარველობს? ვინ გაფინანსებს?

ებიჯო...ზუსტად მაგას გეკითხები მე შენ! ვინ გმფარველობს? ვინ გაფინანსებს?

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელის საშუალებით პედაგოგის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას განცხადებას პასუხობს, იმის თაობაზე რომ მას პედაგოგიური განათლება არ აქვს თუმცა ამის მიუხედავად ის ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობს.

"ებიჯო! გაჩუმდი მაინც ტო! ლადო მასწის განცხადება ვნახე - "ვაღიარებს რომ არ მაქვს პედაგოგის განათლება და დიპლომი და არც შესაბამისი კვალიფიკაცია მაგრამ ჩემს წინააღმდეგ

დაწყებული კამპანია მაინც "შავი პიარია" რადგან, ბევრ სკოლაში მაქვს გაკვეთილები ჩატარებული და ამიტომაც მეკუთვნის "პედაგოგის" სტატუსიო!

კაცოუუუუ! მე მგონი ეს კაცი მართლა შტერია და ვერ ხვდება საკუთარი თავის საწინააღმდეგოს რომ ამბობს! მაგას გეკითხები ზუსტად ლადომასწ! თუკი არ გქონდა შესაბამისი განათლება, კვალიფიკაცია და დიპლომი, რატომ გაქვს ბევრ სკოლაში გაკვეთილები ჩატარებული? ვინ მოგცა მაგის უფლება? ვინ შეგიშვა სკოლებში? რატომ ჩაგატარებინეს ეგ გაკვეთილები? როგორც ვიცი, პედაგოგებს უამრავ მოთხოვნას უყენებენ, გადამზადებებს უტარებენ ატესტაციებზე გაჰყავთ და ვიდრე რაღაც სერიოზულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებენ, სკოლასთან ახლოს არ უშვებენ! შენ რომელი "წითელი კოჭი" იყავი, პატივცემულო, რომ ყოველგვარი დიპლომისა და კვალიფიკაციის გარეშე "ბევრს სკოლაში" ჩაგატარებინეს გაკვეთილები? აი, ზუსტად მაგას გეკითხები, ბიძიკო, მე შენ! ვინ გმფარველობს? ვინ გგაფინანსებს? ვინ და რატომ შეგიშვა სკოლებში? "არაფორმალური განათლების ბანაკი" - კიდევ ცალკე თემაა და მანდ კიდევ სხვა ამბებია გასარკვევი..."-წერს ბაკურ სვანიძე.

სოციალისტი ბაკურ ახლა უკვე ზედმეტები მოგდის! პედაგოგობა ღვთით მომადლებული ნიჭია. ეს კაცი სკოლაში მათემატიკას, ისტორიას და ანატომიას არ ასწავლის. ასწავლის იმას რაც იცის, ანუ ძალიან საჭირო რამეს! ხო და ის რაღაც რომ არ იცოდეს 400 სკოლაში როგორ ჩაატარებდა გაკვეთილებს?!
6 წლის უკან