საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელების და საპენსიო სააგენტოსთვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ამა წლის 4 მარტს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ბატონი ოლივიერ რუსსო - საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამ თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი ასევე არის აქტივების მმართველების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ბატონი რუსსო მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საფრანგეთის ხაზინაში, BNP Paribas წამყვან საინვესტიციო ბანკში (11 წელი), იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრი ლონდონში. ბატონი რუსსო ასევე არის ევროპის საპენსიო ფონდების საინვესტიციო მრჩეველთა კომიტეტის წევრი.