საღი აზრის მქონე დეპუტატები გაემიჯნენ მიუღებელ მოსაზრებებს და ეს დაპირისპირება იმაზეც მიანიშნებს, რომ მმართველი ძალის ლიდერებს ბევრი თავს არ უხრის, თუმცა, საბოლოოდ მაინც ძნელი სათქმელია ეს რეალური განხეთქილებაა, თუ „ვითომ განხეთქილება" - ასე აფასებს მომღერალი ირმა სოხაძე „ქართუ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს.
„ვის ჭირდება საერთოდ ეს და ვის უნდა, მე ვერ ვხვდები. რა მაინცდამაინც ეს მოსამართლეებია საჭირო და სხვა არავინ? ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია", - აცხადებს „რეზონანსთან" სოხაძე.
მისივე აზრით, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, „ქართული ოცნება" ხელისუფლებას დაკარგავს და „ამიტომაც ამაზე უნდა იფიქრონ, და არა იმაზე თუ ვინ რომელ პარტიაში გადაჯგუფდება".
„უკვე ფაქტია, რომ კმაყოფილი არავინ არის არც შიგნით და არც გარეთ. ამის მოგვარება შეუძლია მმართველ ძალას, რასაც სჭირდება შრომა, ფიქრი. მაგრამ მმართველი გუნდი რატომღაც სულ სხვა საქმეებითაა დღეს დაკავებული და არა იმით, რომ გამოკეთდეს მდგომარეობა ქვეყანაში", - აცხადებს სოხაძე.
მისივე აზრით, ქვეყანაში და „ქართულ ოცნებაში" შექმნილი კრიზისი ისევ ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოაგვაროს, რადგან მან თავის დროზე განაცხადა, რომ მიხვდა თავის შეცდომებს და დაპირებები უნდა შეასრულოს.
„დრო გადის და გამოსწორების რაღაც ნიშნები უკვე უნდა იყოს", - განაცხადა ირმა სოხაძემ.