საქართველოს მთავრობა რუსეთისგან დენს ყიდულობს და სეპარატისტულ რეგიონს უფასოდ აწვდის

საქართველოს მთავრობა რუსეთისგან დენს ყიდულობს და სეპარატისტულ რეგიონს უფასოდ აწვდის

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორსა (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რატომ ყიდულობს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიას საქართველო.

"როდესაც ენგურჰესის რესურსი არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი - აფხაზეთს არ მივაწოდოთ ელექტროენერგია, რაც, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას - ჩვენს აფხაზ და ქართველ თანამემამულეებს დააზარალებს, ან ვიყენებთ მეორე შესაძლებლობას, რომ დავაბალანსოთ და ჩვენ თვითონ მივაწოდოთ აფხაზეთს ელექტროენერგია, რაც წლების მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკაა“, - განაცხადა თურნავამ.

ერთჯერადი, მოკლევადიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 315 ათასი დოლარია, ოკუპირებული აფხაზეთისთვის დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად 45 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს.