სააკაშვილი და ყველა, ვისაც მისი ფოტო გიყენიათ და მასზე ლოცულობთ, ძალიან საცოდავები ხართ

სააკაშვილი და ყველა, ვისაც მისი ფოტო გიყენიათ და მასზე ლოცულობთ, ძალიან საცოდავები ხართ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან, მისი ოჯახის მისამართით, სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებს ეხმიანება.

“მიშას და ნაცმოძრაობის ზონდერების ოცნება, გაანადგურონ ყველა ვინც მიშას არ ლოცულობს დილა საღამოს, 2012 წლის ოქტომბერში მცირე ხნით მოკვდა. დღეს მათ ბელადს ისევ გაახსენდა რომ ქართველია და აქტიურია. ისინიც მის “Fასზე” მყისიერად რეაგირებენ. საკმარისია ერთი სიტყვა თქვას და რაზმი მზად არის:

— თავდასხმისთვის

— შეურაცხყოფისთვის

— დანაშაულის დაბრალებისთვის

— გინებისთვის

— ძალადობისკენ მოწოდებისთვის.

გუშინაც ერთ ერთი ასეთი დღე იყო და მრავალფლანგიანი უნიჭო, უზრდელი, მორალს მიღმა კამპანია წამოიწყეს. სტანდარტული 1 პროცენტიანიდან მკვლელებამდე.

ხოდა, ღმერთმა ნუ ქნას ოდესმე უსაქმოდ დავრჩე და თქვენთვის მოვიცალო, თორემ რა გეშველაბათ დანაშაულის დაბრალებისთვის რომ გიჩივლოთ ჯერ სასამართლოებიდან ვერ გამოხვალთ და მერე ბანკის ვალიდან ვერ ამოხვალთ ჯარიმების გადახდის რეჟიმში მყოფნი.

ხოდა მიხეილ სააკაშვილი და ყველა ვისაც მისი ფოტო გიყენიათ და მასზე ლოცულობთ, ან საერთოდ რომელიმე ლიდერზე და პოლიტიკოსზე ლოცულობთ ძალიან საცოდავები ხართ, იმდენად უბედური და ცოდო ხართ რომ გასაბრაზებლადაც კი მენანებით”– წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქში.

კ ო მ ბ ლ ე ...........ვა, შენ კიდევ ცოცხალი ხარ კნეინა-ჯან?!!..............
მე კი მეგონა ოცნებებში ამოგძვრა სული,
ჯვაროსნობდი და თან ჯარიც გახლდა, ჯარი გაწვრთნილი.
მაშინ გესროლა, თუ იმ დროში იშოვნე ფული?
მიშა! მიშაო! არ მოგბეზრდა, მიშას ძახილი?
დაიმახსოვრეთ! ოცნებიდა გაყრილო ხალხო!
რა დროს მიშაა? ბიძინაა ეხლა არწივი.
წიავ წიავ წიასა,
ჰაუ ჰაუ ქოროსა.
მაშ რადგან დავიწყე ბოლომდეც გეტყვი ლექსს.
ჰაუ ჰაუ ქორო ნუ ფრენ,
კარიფურთან დილდილასო,
რომც მომპარო, რა შეგაჭმევს?
გალურჯებულ წიწილასო.
კარიფული ვისიც არის,
მოწილე ვინც არის იცი,
ალალ იყოს ის წიწილა,
ალალ ხე და ალალ მისი.
ხე აუცილებლად ბაობაბის უნდა იყოს და თანაც „„ნი მენშე““ 1000 წლის...
6 წლის უკან