პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მთავრობას მიმართავს, რომ თამბაქოს აქციზის შემდეგ, ხელით შესახვევი თამბაქოს აქციზის ფასიც გაზარდოს, რადგან მას შემდეგ, რაც მწეველების დიდი ნაწილი თუთუნის მოხმარებაზე გადავიდა, აზრი ეკარგება მთავარ მიზანს, რაც მოწევისთვის თავის დანებებას გულისხმობს.