„მთავარი გზავნილი ეუთოს დასკვნაში არის ის, რომ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება თავისუფალ გარემოში თავისი არჩევანი გაეკეთებინა" - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ეუთოს დასკვნის კომენტირებისას.
მისი თქმით, ანგარიშთან დაკავშირებით მძიმე სურათის წარმოჩენა არასწორია.
„ასეთი მძიმე სურათის წარმოჩენა ეუთოს ანგარიშთან დაკავშირებით ვთვლი რომ არასწორია. ეს არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც ეუთო აკვვირდება არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში და ანგარიშში ასახავს როგორც პოზიტიურ მხარეებს, ასევე, რეკომენდაციებს. მთავარია, რომ ანგარიშში აისახა ის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, წინასაარჩევნო გარემო იყო თავისუფალი და კონკურენტული, ხოლო არჩევნები იყო მაღალ პროფესიონალურ დონეზე ადმინისტრირებული. ჩვენ ბუნებრივია ყოველთვის მაქსიმალურად ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. სწორედ პოლონეთში ვიზიტის დროს მე და პარლამენტის თავმჯდომარეს გვქონდა შეხვედრა ODIHR-ის ხელმძღვანელთან, სადაც გამოვხატეთ მზაობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით" - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.