ეუთოს დასკვნაში დადებითად არის შეფასებული საარჩევნო პროცესის პროფესიონალური ადმინისტრირება

ეუთოს დასკვნაში დადებითად არის შეფასებული საარჩევნო პროცესის პროფესიონალური ადმინისტრირება

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს საბოლოო დასკვნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს  პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

„ეუთო-ს დასკვნაში საგანგაშო არაფერია. არის ორი მიმართულება - ერთი მიმართულებით საუბარია პოზიტიურ საკითხებზე, დადებითად არის შეფასებული პროფესიონალური ადმინისტრირება საარჩევნო პროცესის და მეორე მხრივ, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ და ამ მიმართულებით, რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია შემდგომი რეფორმები," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.