დიმიტრი ცქიტიშვილი ეუთო-ს დასკვნაზე - „ვფიქრობ, სწორად უნდა დავინახოთ შენიშვნები და რეკომენდაციები

დიმიტრი ცქიტიშვილი ეუთო-ს დასკვნაზე - „ვფიქრობ, სწორად უნდა დავინახოთ შენიშვნები და რეკომენდაციები"

„ვფიქრობ, სწორად უნდა დავინახოთ შენიშვნები და რეკომენდაციები, გავაანალიზოთ და გამოსწორდეს ყველა ის შესაძლო  ხარვეზი, რომელიც 2020-ში კიდევ უფრო კარგს გახდის არჩევნებს და მაღალ ლეგიტიმაციას შესძენს ქართულ პოლიტიკურ სისტემას" - აცხადებს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს სამბოლოო დასკვნის კომენტირებისას.

მისი თქმით, საგულისხმოა ყველა დასკვნა და რეკომენდაცია, რომელიც არის გამოცემული.

„ბევრ დარღვევაზე, რომელიც დაფიქსირებულია, თუ არის ამის საჭიროება  საქმე აღძრული იყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.