"ფაქტია, რომ ცუდი პოლიტიკური სურათი გვაქვს და ალბათ ამიტომ სჭირდება ქირურგიული ჩარევა. მთელი პოლიტიკური პროცესი გადავიდა საპარლამენტო სირცეში და ბუნებრივიცაა, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. დღეს პარლამენტი გახდა მთავარი საომარი სარბიელი და იქ უნდა დალაგდეს სიტუაცია," - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
"ხშირად ანალიტიკოსები უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე პოლიტიკოსები, რა ხდება, მაგრამ რა ხდება დღეს დარწმუნებული არ ვარ და მხოლოდ შინაგანი ვერსიის დონეზე ვისაუბრებ. ფაქტია, რომ ცუდი პოლიტიკური სურათი გვაქვს და ალბათ ამიტომ სჭირდება ქირურგიული ჩარევა. მთელი პოლიტიკური წონა, შინაარსი დღეს არის საპრალმენტო სირცეში, ეს ბუნებრივიცაა, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. ამიტომ გახდა პარლამენტი მთავარი საომარი სარბიელი და იქ უნდა დალაგდეს სიტუაცია.
ფაქტია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში უმიზნოდ არ დაბრუნდა, მაგრამ შეიძლება ეს პროცესი გაექცა და ახლა იგი ორგანიზებულად ახდენს სელექციას. პოლიტიკური წნეხებით არავის უშვებს პარტიიდან, შეიძლება არც არავის მხარეს არ დადგეს, ან გააბანკროტოს "ქართული ოცნება" როგორც ბრენდი და დაეხმაროს ახალი ძალების წინა პლანზე წამოწევას, თუმცა დღეს მე გამიჭირდება ივანიშვილის ლოგიკის გაგება.
რაც შეეხება მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას, ამის რესურსი ჯერ-ჯერობთი საქართველოში არ არის. ოპოზიცია, რომელიც დღეს ერთიანდება, დიდი ხანია მათ შანსები არ აქვთ. პოლიტიკური წონა თითოეული მათგანის ცოტაა. ასეთი ერთობა გვინახავს, მაგრამ როგორც კი საქმე მივა წინასაარჩევნო სიისკენ, პოლიტიკური ოპოზიცია მოტივაციას კარგავს და კვლავ იშლება" - განაცხადა "რეზონანსთან" არჩილ გამზარდიამ.