ზაალ ანჯაფარიძე:   საქართველოს მოსახლეობისათვის სასამართლო სისტემა არ არის პრიორიტეტული

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს მოსახლეობისათვის სასამართლო სისტემა არ არის პრიორიტეტული

პრაქტიკულად ყველა მეტნაკლებად სანდო სოციოლოგიური გამოკითხვა თუ კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის სასამართლო სისტემა არ შედის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტთა არათუ ხუთეულში, არამედ ათეულშიც კი და მხოლოდ 2-3%-თვის არის ის მნიშვნელოვანი, რაც საკმაოდ სიმპტომატურია.

მაგალითად, ენჯეოების "პეტიციამ მართლმსაჯულების გადასარჩენად", რომელიც 15 თებერვალს გამოქვეყნდა და წესით ხელმოსაწერად ხალხი უნდა მიწყდომოდა, თუკი საკითხი მათთვის მართლაც პრობლემური იყო, სადღეისოდ მხოლოდ 663 ხელმოწერა შეაგროვა, რაც რომ იტყვიან, ზღვაში წვეთია.

უფრო ფართო კუთხით რომ შევხედოთ, ეს არის ერთი პატარა, მაგრამ ნიშანდობლივი ინდიკატორი საზოგადოებაში არსებული დაბალი სამოქალაქო ცნობიერების და მწირი მოქალაქეობრივი თვითშეგნების

სოციალისტი დასკვნამ დაგლიჯა, დასკვნამ - "ეს არის ერთი პატარა, მაგრამ ნიშანდობლივი ინდიკატორი საზოგადოებაში არსებული დაბალი სამოქალაქო ცნობიერების და მწირი მოქალაქეობრივი თვითშეგნების". იქნებ სხვაგვარადაა პასუხი გასაცემი მაგალითად ერთი ვარიანტი ასეთია - ხალხი არ თვლის რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა არის უსამართლო. მეც ერთი მათგანი ვარ!
6 წლის უკან