ბატონ ხაზარაძეს ვურჩევდი ადვოკატის შეცვლას. მგონია, რომ ბატონ კორძაძეს გენპროკურორობა სურს (ადვოკატების კბილაშვილ-თადუმაძის ფონზე, რასაკვირველია, ამ ადვოკატსაც რომ ჰქონდეს სურვილი, არაა გასაკვირი). ჩემი აზრით, კორძაძე ხაზარაძის წინააღმდეგ მუშაობს - ჯერ განაცხადა 80 მილიონი გავათეთრეთ 17 კი არაო და ახლა ამ გრიფზე თავსლაფი დაისხა. ისე კი ამ თემაზე აქტიურად მოლაპარაკე ქალბატონი თინა ხიდაშელი ან სხვა რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი-ანალიტიკოსი ხომ არ დაექირავა ადვოკატად? გაცილებით უფრო სარფიან რეკომენდაციებს იძლევიან ტელეეთერებში... - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.