ემიგრანტებო, ფრთხილად! ოლიგარქი ივანიშვილი ჩემი სახელით ფულს გთავაზობთ

ემიგრანტებო, ფრთხილად! ოლიგარქი ივანიშვილი ჩემი სახელით ფულს გთავაზობთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"მეგობრებო, ჩვენმა ოპონენტებმა ვერაფერი რომ ვერ დაგვაკლეს და ვერ შეაჩერეს მოძრაობა, მიმართეს ახალ, მათი ჭკუით მზაკვრულ ხერხს. სთავაზობენ ჩვენს თანამემამულეებს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში უფასო ავტობუსებს და ფულს 130 დან 300(!) ევრომდე, რომში ჩამოსაყვანად და ფორუმზე დასასწრებად. ვითომცდა მე ვიხდი ამ ფულს. მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს ფულის გადახდა არ სჭირდება თავისი მხარდამჭერებისთვის და ეს გამოჩნდება კვირას რომში. კიდევ ერთხელ, თუ ვინმე ჩემი სახელით გთავაზობთ ფულს ფორუმზე დასასწრებად, გაფრთხილდით, საქმე გაქვთ ოლიგარქის კრიმინალ დამქაშებთან. შევხვდებით რომში", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგხსენებთ, "ერთად სახლში" აქციის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს 3 მარტს, რომში შეხვდება.

 

 

სოციალისტი ვაა! ... რომში? შემდეგი გაჩერება ტანზანიაშია თუ უგანდაში?!
6 წლის უკან
dima ამან საბოლოოდ გარეკა-ბიძინა მიგროვებს ხალხსო!)))
6 წლის უკან