დეკანოზ გიორგი მამალაძესთან სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი შევიდა. მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ მეუფე ანტონი დეკანოზ მამალაძესთან პირველად იმყოფება.
„მივესალმები მეუფე ანტონის შესვლას გიორგი მამალაძესთან. მას პირველად აქვს ვიზიტი ჩემს ძმასთან. მე ასევე მოვუწოდებ სხვა ეპისკოპოსებსაც, შევიდნენ და თავად ნახონ ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ მძიმე. პარალიზებულია და ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს. ის მკურნალობას გადის მე-18 დაწესებულებაში, მაგრამ ეს დაწესებულება სრული გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ ვითხოვთ მის გათავისუფლებას”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.