გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 3 მარტის ჩათვლით, ძირითადად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 4 მარტს კი უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოში 3 მარტის ჩათვლით წვიმებია მოსალოდნელი, საქართველოს მასშტაბით 4 მარტიდან გამოიდარებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქ თბილისში 1-ელ მარტს +2 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტსად უნალექოდ ჩაივლის. 2 მარტს +10 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, შესაძლებელია მცირე წვიმა, 3 მარტს +9 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 4 მარტს +7 გრადუს სითბოსა და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი.