მერიის ინიციატივას საათობრივი პარკირების თაობაზე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი იწონებს. გთავაზობთ მეტრეველის facebook-პოსტს.
”კიდევ ერთხელ დავწერ საათობრივ პარკირებაზე:
1) ეს არის აუცილებელი და გარდაუვალი, სხვანაირად ჩვენს ქალქში მანქნების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და მალე სუნთქვა და გავლა შეუძლებელი გახდება. (ევროპულ ქალაქებში 100 მოსახლეზე საშუალოდ 50 ავტომობილი მოდის, ჩვენთან კი 100 მოსახლეზე ჯერ მხოლოდ 30 ავტომობილია, ანუ ყველაფერი წინ გვაქვს)
2) პარკინგის გაძვირება გათვლილია იმაზე, რომ პარკინგზე ადამინებმა მთელი დღით ვერ დააყენონ მანქანები და სხვასაც დაუტოვონ ადგილი, ხოლო როცა სამსახურის წინ მთელი დრით მანქანას ვეღარ დააყენებ, სამსახურშიც მანქანით აღარ წამოხვალ. შედეგად პარკინგის ადგილიც თავიუსფალი დარჩება და ქალაქში ნაკლები მანქანა იმოძრავებს.
3) პრეტენზია, რომ ჯერ საზოგაოდებრივი ტრანსპორტი მოაწესრიგონ და მერე გააძვირონ პარკინგი, აბსურდულია. ამ მიდგომით ვერასდროს ვერაფეს გავაკეთებთ, რადგან მსოფლიოში არ მოუგონიათ კერძო ავტომობილზე კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაც უნდა ბევრი და კარგი ავტობუსები შემოიყვანონ, პიკის საათში მაინც მოგიწევს ვიღაცაზე მიხუტებულს და ფეხზე დამდგარს მგზავრობა. ამიტომ ელოდო, როდის გახდება საზ.ტრანსპორტი კერძო მანქანაზე უფრო კომფორტული, არის ციური მანანას ლოდინი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ახალი ავტობუსები არ უნდა შემოვიყვანოთ, რასაც აკეთებს კიდეც მერია, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მთელს ქალაქში ბასლაინების გაკეთებაა, რომ საზ. ტრანსპორტმა საკუთარ მანქანას სისწრაფეში მაინც აჯობოს.
4) მერიის მხრიდან 50 თეთრით და მხოლოდ ერთი ქუჩით დაწყება, არის დროის კარგვა. ლესელიძით იმიტომ ვიწყებთ, რომ იქ ტურისტულ ფირმებს მთელი დღე უყენიათ მანქანები და პარკინგის ადგილს იკავებენო, მაგრამ 50 თეთრს რომ უწესებ, გამოდის 10 საათი დაყენება 5 ლარი დაუჯდება და როგორ გგონიათ, ტურისტული ფირმისთვის 5 ლარი ბევრია? ტურისტულ ადგილებში (ლესელეიძე, აბანოთუბანი, პლეხანოვი) საათი მინიმუმ 2 ლარი უნდა ღირდეს, ხოლო საქმიან ზონებში (ვაკე, ვერა, საბურთლაო) 1 ლარი. 50 თეთრი შეიძლება ღირდეს გლდანში და ვარკეთილში, მეტროს მიმდებარედ.
5) და ყველაზე მნიშვნელოვანი: ყველა რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია სამართლიანობის განცდა. როდესაც ქალაქის მერი ხარ და ასეთ მტკივნეულ რეფორმას ახორციელებ, ანუ ხალხს მანქანით გადაადგილებას უძვირებ, რომ საზ.ტრანსპორტზე გადასხდნენ, მაგალითი თავად უნდა მისცე და სამსახურში ყოველ დღე სწორედ საზ. ტრანსპორტით უნდა იმგზავრო (ყოველ დღე და არა ერთჯერადად კამერების თანხლებით). როცა შენ უახლოესი მოდელის მანქანებით დადიხარ (და აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კალაძის მანქანები მისი ფულითაა ნაყიდი, თუ ბიუჯეტით. მოქალქეებსაც მანქანები თავისი ფულით აქვთ ნაყიდი და აიძულებ, რომ სახლში დატოვონ) ხოლო ხალხს ეუბნები თქვენ საზ. ტრასნპორტით იარეთ, რადგან მოვაწესრიგეო, კეთილი ინებე და თავადაც იგივე გააკეთე. ეს ეხება არა მარტო კალაძეს, არამედ მერიის ყველა მაღალჩინოსანს და საკრებულოს ყველა დეპუტატს, თავის თავმჯდომარიანად”, – წერს მერაბ მეტრეველი.