„ოცნება“ უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ველოდით“

„ოცნება“ უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ველოდით“

„ქართული ოცნება" იშლება. ამ პროცესს ყველა ველოდებოდით, ოღონდ უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ამას ველოდით. „ოცნება" დაიშლება, დაკარგავს ძალას და ბიძინა ივანიშვილი გადაერთვება ლილიპუტი პარტიების შექმნასა და რაღაცა კომბინაციებზე," - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.

„ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან პარტიის დატოვების პროცესი კვლავ გრძელდება; მმართველი გუნდის რიგები ოთხშაბათს ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვა. ცნობისათვის, „ოცნება" ასევე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. რამდენიმე დეპუტატი კი პარტიიდან წასვლას აანონსებს.

გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის დაშლის პროცესთან ერთად, ოპოზიცია სადავეების ხელში ჩაგდებას ცდილობს; მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური ძალა გაიმარჯვებს.

„ოცნების" დაშლის ფონზე გუშინ ოპოზიციამ ნავსი გატეხა და მოახერხა შეკრება ერთ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის საარჩევნო სამართლის დამკვიდრება საქართველოში. ოპოზიცია კონსოლიდირებისკენ წავა, „ქართული ოცნება" კი დაიწყებს დაშლას. საბოლოო შედეგად ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს," - აღნიშნა მან.

უმრავლესობიდან წამოსული ეკა ბესელიას მიერ პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის პერსპექტივას სანიკიძე ვერ ხედავს.

„ბესელიას აქვს დასაფიქსირებელი მთავარი საკითხი, რა დამოკიდებულება აქვს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან. თუკი ამას არ დააფიქსირებს და აისხლიტავს, როგორც აქამდე იყო, ეს ყველაფერი აბსოლუტურად უპერსპექტივო იქნება," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

dima გუბ-ბოზო,იოცნებე შე მოღალატევ და საქართველოს სირცხვილო!)))
6 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 .............
გუბაზამ დადო მორიგი დასკვნა,
ოცნებას დედა გამოდგა წაკლა,
მთავარია, რომ მამა ყავს გულით,
შტერი გონებით და ბლომად ფულით,
მაგას ვინა ჭამს!
ვინა ჭამს მაგას!
აზრი არა აქვს ფიქრსა და დავას,
პირი გააღთ!
რას მიშვერ გავას?!
ოცნება იწყებს კრუხივით კაკანს.
ბანკის მძარცველი, კამო მეგონა,
ხიხოს სახელი არ გამეგონა,
თურმე დიდ მაყუთს შეაწერს ისე,
როგორც პატარძალს ატაკებს სიძე,
თუ გააბრაზებთ და მისცემთ მიზეზს,
მინოსის ხარსაც მოუგრეხს კისერს,
სტაფილოს წვენზე აყოლებს კისელს,
ვისაც უღუნავ, მას ეცი ისევ,
სადამდეც სწვდები, უკბინე იქვე,
თუ გული უნდა წყნარად იგულოს,
ორივე ხელით გადამიღუნოს.
ვერ შეძლებს ამას,
ნუ იწყებ დავას,
ვერსად ვერ ნახავ, ამაზე თამამს,
გუბაზამ დადო მორიგი დასკვნა,
მხოლოდ ბიძინას ოცნება ახდა!
დროშები!
ლარები!
გროშები ჩქარა!
ოცნება,
ქოცნება,
მაყუთის ყანა,
ტოკიო,
კიოტო,
მარუდო,
ნარა!
ხიხოს მადლიერს, ვირმა შესთხარა.
6 წლის უკან