"ის დეპუტატებიც კი, ვინც ივანიშვილის მიმართ ლოიალური იყო, მასთან შეხვედრის შემდეგ თავქუდმოგლეჯილი გამორბიან იმის გამო, რომ კობახიძის თანდასწრებით მათ როგორც მონებს ისე ელაპარაკება. "ოცნება" დომინოს პრინციპით იშლება და ამაში დიდ როლს თავად ივანიშვილი თამაშობს" - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
კახა კუკავა: უმრავლესობის დაშლა არის ის პროცესი, რომელიც დღეს საინტერესო აღარ არის, რადგან უმრავლესობა მორალაურად უკვე დაშლილია, მხოლოდ არითმეტიკულად არის დარჩენილი. ის დეპუტატებიც კი, ვინც ივანიშვილის რეჟიმისადმი ლოიალურად იყო განწყობილი, მასთან შეხვედრის შემდეგ თავქუდმოგლეჯილი გამორბიან იმის გამო, რომ კობახიძის თანასწრებით როგორც მონებს ისე ელაპარაკება. შეიძლება მათ არცერთ საკითხზე "ოცნება" არ დეტოვებინათ, მაგრამ თავმოყვარეობას რომ შეულახავ ადამიანს, ამას აღარ მოითმენს. ვინც ჯერ-ჯერობით დარჩა, იქ ყოფნით გული ერევა, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ და ფრთხილობენ. ელოდებიან, როდის შევქმნით მესამე ძალას, რომ საბოლოოდ დატოვონ "ოცნება". ასე რომ, "ოცნების" დაშლაში დიდ როლს თავად ივანიშვილი ითამაშებს, ვურჩევ მას ასე აქტიურად გააგრძელოს.
"რეზონანსი": ეკა ბესლიას თუ მიიღებს ოპოზიცია?
კ.კ: ჯერ მასთან საუბარი ამ თემაზე არ გვქონია, თუმცა მისი გადასაწყვტია, რას გააკეთებს მომავალში. ეკას დიდ პატივს ვცემ და მან ძალიან პრინციპული ნაბიჯი გადადგა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ ის არის პარლამენტის წევრი და თანაც არ ვიცით მისი პოზიცია ხელისუფლების მიმართ, გახდება თუ არა იგი მართლაც ივანიშვილის სატელიტი პარტია. ვიდრე არ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველა პრობლემის სათავე, მანამდე ჩვენთვის გაუგებარია მისი პოზიცია. რაც შეეხება ივანიშვილის სატელიტ ოპოზიციურ პარტიას, უკვე გადამოწმებული ინფორმაციაა, რომ ივანიშვილი თავის სატელიტ პატიას ქმნის, ვინ იქნებიან ამ პარტიის წევრები გვარების დასახელებიდან თავს შევიკავებ. თუმცა დიდი მიხვედრა არ უნდა, ვნახეთ ამ ბოლო დღეებში რა საზოგადოება იკრიბება ივანიშვილის კარზე. ივანივშილი თავის არაადეკვატურობით ძალიან გვეხმარება ოპოზიციას.
"რ": 20-მინუს ერთი - "ქართული ოცნება". ოპოზიცია ერთიანდება და ითხოვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სიტემით ჩატარებას და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. იმ შემხვევაში თუ ხელისუფლება მილიონი ამომრჩევლის ხმას არ გაიგონებს, ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აანონსებს. თქვენ როგორ უყურებთ ამ ერთობას?
კ.კ: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არის ჩვენი პარტიის მოთხოვნა და 2007 წლიდან ამ მიმართულებით ვიბრძვოდი ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, რომლებიც შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ეს თემა დაივიწყეს. ყოფილმა ხელისუფლებამ კი, რომელმაც მაშინ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გამოგვიცხადა, დღეს ჩვენს პოზციას იზიარებს, ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად მაინც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი კოალიცია. რაც შეეხება ამ მოთხოვნის პერსპექტივას, დაუჭერს თუ არა მხარს ხელისუფლება, დამოკიდებულია თავად ოპოზიციაზე, რადგან დღეს ბურთი ოპოზიციის მოედანზეა.