"თუმც, ვერავის დავუტოვებ მურუსიძე ლევანს" - ანა დოლიძეც გაპოეტდა

პოეზიით შეპყრობილი უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კვალდაკვალ, ლექსების წერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემაც დაიწყო.

„მეც დავწერე ლექსი. იგივე ჟანრშია, ლირიულში. შეაფასეთ:

"ვფიქრობ სოფელს მივაშურო,

ბალახს, ვაზის მტევანს,

თუმც ვერავის დავუტოვებ

მურუსიძე ლევანს." - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, როგორც გუშინ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ლექსებს წერს. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ მის ერთ-ერთ ლექსს, რომელსაც "მარტოსული პოეტის ქორწინება“ ჰქვია.

"ალბათ ასეა,

დროა, უკვე ცოლი შევირთო.

ალუჩას სოფლად რა ხანია

შვილი გაუჩნდა…

ჩვენ ხომ ერთად გვიხაროდა

გაზაფხული.

მე მინდა ქალი ტანადი

და სრული,

დიდგვაროვანთა შთამომავალი,

თამარი კი სასეირნოდ წაიყვანა ქარმა,

რომელიც ქრის

მხოლოდ ერთი მიმართულებით:

რომ მარტოობა არის ჩემთვის

თავადის ასული“.

როგორც გაირკვა, არჩილ თალაკვაძეს ლექსების კრებულიც ჰქონია გამოცემული, სახელწოდებით “ლირიკული ლარნაკი”.